ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ადამიანი გადის CFA-ს გამოცდაზე მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყანაში, გამოცდის სირთულიდან გამომდინარე , აბარებს 40-50%. გამოცდის ხანგრძლივობა არის 6 საათი და შედგება 240 კითხვისგან.
CFA Charter Holder-ების რიცხვი 164 529 ადამიანია. აქედან ქართველი არის 28 ადამიანი, ეს რიცხვი დაბალია ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით: რუსეთი-640; თურქეთი 180; სომხეთი 48; აზერბაიჯანი 28.
რატომ არის CFA გამოცდა განსაკუთრებული?
- CFA არის ყველაზე პრესტიჟული სერტიფიკატი ინვესტიციებსა და ფინანსებში.
CFA Institute-ის სტატისტიკის მიხედვით, ფინანსურ და ინვესტიციურ კომპანიებში, ყველაზე პოპულარული თანამდებობების უმეტესობას CFA Charter holder-ები იკავებენ.
- CFA Charter holder-ებს აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება.
ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც CFA Charter holder-ებს მაღალი ანაზღაურება აქვთ ის გახლავთ, რომ დასაქმებულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე კომპანიებში.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მუშაობთ მცირე სპეციალობის ჰეჯ-ფონდებში, როგორც CFA-ს, გექნებათ მნიშვნელოვანი პროექტები და შესაბამისად მაღალი ანაზღაურება.
- CFA Charter holder-ების რიცხვი 164 529 ადამიანია, მსოფლიოს 165 სხვადასხვა ქვეყნიდან;
CFA societies არსებობს 70-ზე მეტ ქვეყანაში. CFA გაძლევთ საშუალებას დასაქმდეთ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კომპანიებში.
- CFA სილაბუსი სრულყოფილს ხდის თქვენს ცოდნას ფინანსებში.
CFA პროგრამა მოიცავს ყველაფერს რაც ფინანსებთან და ინვესტიციებთან არის კავშირში. თუ თქვენი მიზანია წარმატებული და ხანგრძლივი ფინანსური კარიერა, CFA-ს სილაბუსის სწავლა და გამოცდის ჩაბარება არის იდეალური გზა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ტექნიკური უნარების მაღალ დონეზე განვითარებას.
- CFA ეს არის ბილეთი, მსოფლიოს წამყვან საინვესტიციო ფირმებში სამუშაოდ;

CFA გამოცდის ჩაბარება რეკომენდირებულია, თუ ხართ:
- ახალი კურსდამთავრებული – რომელსაც სურს კარიერა გააგრძელოს ინვესტიციების მიმართულებით. CFA-ს გამოცდის ჩაბარებით მიიღებთ გლობალურად აღიარებულ მაგისტრატურასთან გათანაბრებული დონის ცოდნასა და სერტიფიკატს;
- ფინანსებისა და საინვესტიციო მიმართულების პროფესიონალი- კანდიდატი, რომელიც უკვე დასაქმებულია ფინანსების ან/და ინვესტიციების მიმართულებით და სურს მოიპოვოს უფრო მეტი ცოდნა და საერთაშორისო აღიარება;
- აკადემიკოსი- ლექტორი/მასწავლებელი/მენტორი და ასწავლით ფინანსებს ან/და ინვესტიციებს.
- თუ იცით, ან გსურთ უფრო მეტი იცოდეთ პორტფელის მენეჯმენტის შესახებ, ან გსურთ მოახდინოთ თქვენი ფინანსების სწორად მართვა, ამ შემთხვევაში CFA სწორი არჩევანია
CFA Institute დაარსდა 1947 წელს. ამ წლების განმავლობაში, მსოფლიოს 165 ქვეყნიდან Charter holder-ების რიცხვმა 164 514-ს მიაღწია. ისინი მუშაობენ ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: პორტფელის მენეჯერი, კაპიტალის კვლევის ანალიტიკოსი, ფონდის მენეჯერი, რისკების კონსულტანტი და მთავარი ფინანსური ოფიცერი.
ტეგები:CFA