ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

SavvY Consulting არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებასა და ბიზნესის მართვის თანამედროვე, პროფესიონალური სტანდარტების დანერგვას. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი შესაძლებლობით, ეფექტურად გამოვიყენოთ ინდუსტრიათა სიღრმისეული ცოდნა, სწორად დავინახოთ პერსპექტივები და მოვარგოთ კონკრეტულ ბიზნეს ვითარებას.

ჩვენი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. დასახული მიზნების მისაღწევად კი უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ  მუდმივ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას, ამიტომაც, კომპანიამ დააარსა საქართველოში ინოვაციური ტრენინგებისა და ვორქშოპების ცენტრი, SavvY Education, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ბიზნეს განათლებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დიდი ენთუზიაზმის მიუხედავად, ადამიანთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო ვერ აღწევს დასახულ მიზანს. ხშირ შემთხვევაში არასაკმარისი ცოდნა შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღების შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცეს.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს შეცვალონ ქცევის მოდელი, ხედვა, საქმის მიმართ დამოკიდებულება და მიიღონ თავიანთი საჭიროების შესაბამისი ცოდნა, რაც მათ ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის გაზრდაში, ეფექტურობის ამაღლებასა და  კარიერულ წინსვლაში. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდი კი ნებისმიერი კომპანიის ზრდისა და წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია

ჩვენ ვაფასებთ თქვენს საქმიანობას და აქ ვართ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნეს სამყაროში არსებულ უახლეს გამოწვევებს.

რას ვსაქმიანობთ

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის ფინანსური და დროითი რესურსები, რომელსაც გამოყოფთ თქვენი განვითარებისათვის, ამიტომაც ვქმნით ღირებულებას, რომელიც აღემატება თქვენს დანახარჯებს.

ჩვენი პროდუქტები

მსოფლიოში არსებული საუკეთესო კურსებისა და ჩვენი მრავალფეროვანი გამოცდილებიდან დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით, შევქმენით ტრენინგები, რომელთა ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ჩვენს ტრენინგებსა და ვორქშოპებს  აქვს პრაქტიკული ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურში დაბრუნებისას თქვენ შეძლებთ განხილული თეორიული მასალიდან   და პრაქტიკული მაგალითებიდან მიღებული ცოდნის  ეფექტურად გამოყენებასა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის  ახალი მეთოდების პრაქტიკაში დანერგვას.

ტრენერები

მართალია, ,,ექსპერტი’’ და ,,პროფესიონალი’’ ხშირად და არც თუ ისე სამართლიანად გამოყენებული ტერმინებია, თუმცა, თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს ორი განსაზღვრება ზუსტად ახასიათებს ჩვენი გუნდის წევრებს. ჩვენი ტრენერების უპირატესობა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა.

მომსახურება

თქვენ მოგემსახურებიან ადამიანები, რომლებიც იზრუნებენ იმაზე, რომ ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი გამოცდილება თქვენთვის იყოს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.

სასწავლო მასალები

თქვენ მიიღებთ SavvY Education-ის მიერ მომზადებულ სასწავლო მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მუდმივად განვავითაროთ და განვაახლოთ ეს მასალები, რათა მოგაწოდოთ იმ ფორმით, რომელიც  შეესაბამება თქვენს საჭიროებას.

ტრენინგის შემდგომი მხარდაჭერა

ჩვენ სურვილი გვაქვს, თქვენთან გრძელვადიან პერიოდში ვითანამშრომლოთ. ამიტომაც, ჩვენს ტრენინგებზე დასწრების შემდგომ თქვენ შეძლებთ გახდეთ SavvY Education-ის საზოგადოების წევრი. საზოგადოება შექმნილია მსგავსი მიზნებისა და პროფესიული განვითარების სურვილის   მქონე ადამიანების გაერთიანების მიზნით. გაწევრიანების შედეგად თქვენ გექნებათ შემდეგი უპირატესობები: მუდმივი თანამშრომლობა SavvY-ის ტრენერებთან, საქართველოში არსებულ სხვადასხვა წამყვან კომპანიაში დასაქმებულ პროფესიონალებთან ეფექტური კომუნიკაცია, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ წვდომა  სპეციალურად ამ ჯგუფის წევრებისთვის შექმნილ სასწავლო მასალებთან.

გაიცანი ჩვენი გუნდი

შემოგვიერთდი
Без названия

მარიამ ქოიავა

T_D

თინათინ დეკანოიძე

TORNIKE

თორნიკე ჩხაიძე