ხშირად დასმული კითხვები

პასუხები თქვენს ყველა შეკითხვაზე

ტრენინგზე დარეგისტრირება შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე. ამისათვის აირჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, დააჭირეთ ღილაკს 'ყიდვა', შეავსეთ შესაბამისი ველები. მას შემდეგ, რაც სრულად გადაიხდით ტრენინგის საფასურს თქვენი რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება.
ტრენინგის საფასურის გადახდა შეგიძლიათ ბარათით. იმ შემთხვევაში თუ საფასურს იხდის კომპანია, გადახდის გვერდის საშუალებით მოითხოვეთ ინვოისი.
ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, კომპანიებთან ტრენინგის ჩატარების თარიღებისა და ტრენინგზე განსახილველი საკითხების შესახებ შეთანხმება.
სერტიფიკატს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ დაესწრებით ლექციების 80%-ს და ტრენინგის დასრულების შემდგომ საბოლოო ტესტში დააგროვებთ ქულათა 75%-სა და მეტს.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ორენოვან - ინგლისურენოვან და ქართულენოვან - სერტიფიკატს.
იმ შემთხვევაში, თუ ტრენინგამდე 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწვდით ინფორმაციას ტრენინგზე არ დასწრების შესახებ, გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ ტრენინგის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.
მას შემდეგ რაც მომხმარებელი დარეგისტრირდება კონკრეტულ ჯგუფში და გადაიხდის საფასურს, იგი ვეღარ შეძლებს ჯგუფის შეცვლას.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი პირდი მიზეზების გამო ვერ ახერხებს ტრენინგზე დასწრებას თანხა არ ანაზღაურდება, ასევე ვერ აღადგენს გაცდენილ სემინარებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ