პროექტების მართვის ტრენინგი

600.00 L

პროექტების მართვის კურსი განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ პროექტებთან შეხება.

მონაწილეთა რაოდენობა:


კატეგორია:

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის?

პროექტების მართვის კურსი განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ პროექტებთან შეხება. ასეთები შესაძლებელია იყვნენ  პროექტის მენეჯერები, პროექტის ასისტენტები, პროექტში მონაწილე პირები, ან უბრალოდ პროფესიონალები, რომლებსაც შეხება აქვთ პროექტებთან და დაინტერესებული არიან პროექტების მართვის საფუძვლებით.

 

თქვენ მიიღებთ არა მარტო ცოდნას დიდი გამოცდილების მქონე და სპეციალიზებული პროფესიონალებისგან, არამედ ისწავლით, როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო  გარემოში. ჩვენი კურსი მოიცავს პროექტების მართვის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელიც ეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პასუხობს დღევანდელ საბაზრო მოთხოვნებს.

 

რას ვისწავლი?

 

  • რითი განასხვავდება პროექტების მართვა ორგანიზაციის საოპერაციო საქმიანობების მართვისგან
  • გაეცნობით პროექტების მართვის პროცესებს, რომლის გარეშეც დღევანდელ დროში წარმოუდგენელია პროექტების მართვა სწორი მიმართულებით
  • გადადგათ პირველი ნაბიჯები თქვენს კარიერაში როგორც პროექტის მენეჯერმა
  • მართოთ პროექტები აპრობირებული მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით
  • პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შეისწავლით ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და აპრობირებულ პროექტების მართვის ტექნოლოგიებს და აპლიკაციებს;
  • შეიძენთ უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ მიიყვანოთ თქვენი პროექტები წარმატებულ შედეგამდე
  • განივითარებთ უნარებს მიღებული თეორიული ცოდნის ეფექტურ გამოყენებასა და განხორციელებაში;
  • წაიღებთ საბაზისო ცოდნას, რომელიც შემდგომ დაგეხმარებათ გახდეთ სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი

ჩვენ გთავაზობთ:

  • 16 საათიან ინტერაქტიულ კურსს 15 კაციან ჯგუფებში;
  • SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას;
  • ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს;
  • პროექტების მართვის დოკუმენტაციის შაბლონების კრებულს;
  • ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს;
  • ორენოვან სერტიფიკატს;
  • შესვენებას ყავაზე.

თარიღი: 14 აპრილი – 5 მაისი

დღეები: შაბათი

დრო: 10:00-14:00

კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა

ფასი: 500 ლარი (დღგ ჩათვლით)

ტრენინგს გაუძღვება გამოცდილი პროექტების მენეჯერივატო დოლიძე

  • MBA ვერსალ-სენკანტენის უნივერსიტეტი
  • 9 წელი პროექტებში
  • 5 წელი პროექტების მენეჯერი
  • სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP)
  • ამჟამად, IT პროექტების მენეჯერი, საქართველოს ბანკი

დამატებითი ინფორმაცია

ჩატარების თარიღი

14 აპრილი – 5 მაისი – შაბათი -10:00-14:00