IFRS პროფესიონალი (8 კვირიანი კურსი)

950.00 L

Clear

მონაწილეთა რაოდენობა:


SKU: 20 კატეგორია:

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის?

სიღრმისეული კურსი ფასს-ში განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული გამოცდილი ბუღალტრებისთვის, ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტებისთვის, აუდიტორებისთვისა და ფინანსისტებისთვის.

თქვენ მიიღებთ არა მარტო ცოდნას დიდი გამოცდილების მქონე და სპეციალიზებული პროფესიონალებისგან, არამედ ისწავლით, როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო სიტუაციებში. ჩვენი კურსი მოიცავს საკმაოდ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პასუხობს დღევანდელ საბაზრო მოთხოვნებს.

რას ვისწავლი?

  • პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სიღრმისეულად შეისწავლით IFRS-ში ყველაზე მნიშვნელოვან სტანდარტებს;
  • განასხვავებთ ფასს-სა და ფასს-ს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის;
  • გაიუმჯობესებთ უნარებს, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კომპანიაში ფასს-ის ეფექტურად გამოყენებასა და მართვაში;
  • შესწავლილ სტანდარტებს მოარგებთ ფინანსური უწყისების მთავარ ელემენტებს;
  • გაეცნობით კომპანიების ფინანსურ უწყისებსა და შენიშვნებში გასამჟღავნებელ ინფორმაციას;
  • დამოუკიდებლად შეძლებთ თქვენს კომპანიებში ფასს-ის შესაბამისი პოლიტიკების შემუშავებას;
  • ფინანსისტები შეძლებენ კომპანიის პროცესების კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და შემოწმებას.

კურსის ფარგლებში განხილულ თითოეულ თემაზე შეძენილ თეორიულ ცოდნას გაამყარებთ დეტალური პრაქტიკული მაგალითებით. მაგალითებზე მუშაობას შეძლებთ, როგორც ჯგუფთან ერთად, ისე ინდივიდუალურად, რათა სამუშაო გარემოში დაბრუნების შემდეგ შეძლოთ შეძენილი ცოდნისა და უნარების ეფექტურად გამოყენება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 48 საათიან ინტერაქტიულ კურსს 15 კაციან ჯგუფებში;
  • SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას;
  • ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს;
  • სავარჯიშოების კრებულს (პასუხებით);
  • ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს;
  • ორენოვან სერტიფიკატს;
  • შესვენებას ყავაზე.

თარიღი: 18 ივნისი – 9 აგვისტო

დღეები: ორშაბათი; ხუთშაბათი

დრო: 19:00-22:00

კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა

ფასი: 950 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ტრენინგს გაუძღვება SavvY-ის მმართველი პარტნიორი და IFRS-ის ექსპერტი – მარიამ ქოიავა

შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

 

დამატებითი ინფორმაცია

ჩატარების თარიღი

18-ივნისი – 9 აგვისტო

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “IFRS პროფესიონალი (8 კვირიანი კურსი)”

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *