ფინანსური ანალიზი და მაკროეკონომიკა

270.00 L

ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც ფინანსების საბაზისო ცოდნას ფლობს და სურს სწრაფად გაიუმჯობესოს უნარები ფინანსური ანალიზის კუთხით.

Clear

მონაწილეთა რაოდენობა:


არის თუ არა ეს ტრენინგი ჩემთვის?

ინტენსიური ტრენინგი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ბიზნესის მფლობელთათვის, ფინანსისტებისთვის, ფინანსური ანალიტიკოსებისთვის, ბიზნეს კონსულტანტებისთვის, ეკონომისტებისთვისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ფინანსების საბაზისო ცოდნას ფლობენ და სურთ სწრაფად გაიუმჯობესონ უნარები ფინანსური ანალიზის კუთხით.

რას ვისწავლი?

  • გაეცნობით ფინანსური უწყისების ანალიზის მეთოდებს;
  • შეძლებთ უწყისებთან დამოუკიდებლად მუშაობასა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • შეისწავლით მაკროეკონომიკის საფუძვლებს და შეაფასებთ მის გავლენას ფინანსურ ანალიზზე;
  • გაეცნობით კოეფიციენტების ანალიზსა და პროგნოზირების საფუძვლებს;
  • შეაფასებთ სათანადო ფინანსური ანალიზის გავლენას კომპანიაზე.

სწრაფად განვითარებად ბიზნეს სფეროში ინფორმირებული ბიზნეს და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ფინანსური მონაცემები გაანალიზდეს და ინტრეპრეტირდეს სწორად. ფინანსური ანალიზისა და მაკროეკონომიკის ინტერსიური ტრენინგის გავლით, თქვენ შეიძენთ იმ უნარებს, რომელიც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 14 საათიან (3 დღე) ინტენსიურ ტრენინგს;
  • SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას;
  • ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს;
  • ორენოვან სერტიფიკატს;
  • შესვენებას ყავაზე.

შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

ტრენინგს გაუძღვება SavvY-ის მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა.

თარიღი:

  • ჯგუფი 1: 15-16-17 დეკემბერი, 09:00-13:30
  • ჯგუფი 2: 26-28 თებერვალი, 5 მარტი; 11:00-15:30

დამატებითი ინფორმაცია

ჩატარების თარიღი

14-15-16 თებერვალი, 09:00-13:30, 15-16-17 დეკემბერი, 09:00-13:30

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ფინანსური ანალიზი და მაკროეკონომიკა”