ხშირად დასმული კითხვები

SavvY Education-ის ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც ონლაინ, ასევე ლაივ და ოფლაინ ტრენინგებზე.

ონლაინ კურსების დროს თქვენ თავად განსაზღვრავთ, როდის გსურთ ამ კურსის გავლა. კურსზე დარეგისტრირების შემდეგ, კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება ტრენინგის აღწერაში განსაზღვრული დროით. ლაივ კურსების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ტრენინგისთვის განსაზღვრულ კონკრეტულ დროს უშუალოდ ტრენერისგან მოისმინოთ მასალა და დაუსვათ კითხვები.

ოფლაინ კურსის შემთხვევაში თქვენ ტრენინგს გაივლით SavvY Education-ის ტრენინგ ცენტრში, რომელიც მდებარეობს ექსპო ჯორჯიას 1 პავილიონში, აკაკი წერეთლის გამზირი 118.

კურსების უმეტესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნას. თუმცა, თუ რომელიმე კურსს აქვს გარკვეული მოთხოვნები, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინდივიდუალური კურსის დეტალურ აღწერაში.

კურსებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ფასი. შესაბამისად, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კურსის დეტალურ აღწერაში.

ფასდაკლების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კურსის დეტალურ აღწერაში.

თუ თქვენ ხართ კურსების და პროგრამების მომხმარებელი, ამ უჯრას არ მონიშნავთ. ხოლო თუ გსურთ დარეგისტრირდეთ როგორც ტრენერი, მონიშნეთ შესაბამის ღილაკზე დაჭერით და შეავსეთ დამატებითი ინფორმაცია. ESavvY-ის გუნდი დაგიკავშირდებათ დამატებითი დეტალებისთვის.

ონლაინ და ლაივ კურსების შემთხვევაში თქვენ SavvY Education-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას აცხადებთ თანხმობას კურსის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით და ამავე ვებ-გვერდის საშუალებით ახორციელებთ თანხის გადახდას. შესაბამისად, ასეთი კურსების შეძენისთვის გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება. რაც შეეხება ოფლაინ კურსებს, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ SavvY Education-ის ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ პიროვნებას(ებს) თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული დეტალების გასავლელად.

ონლაინ კურსებზე წვდომის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ტრენინგის შინაარსზე. ინფორმაციას იხილავთ თითოეული ტრენინგის აღწერაში.

დიახ. ონლაინ კურსზე წვდომას, მის გაგრძელებას, გადახვევას და სხვა ფუნქციას გამოიყენებთ ტრენინგისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში.

თქვენ არ გჭირდებათ ონლაინ ან ლაივ კურსების მოსასმენად, გამოიყენოთ რაიმე პროგრამა. ონლაინ და ლაივ კურსების მოსმენას ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებთ.

დიახ, შესაძლებელია, რომ ლაივ ტრენინგი არ შედგეს დამსწრეთა მცირე რაოდენობის გამო. ასეთ შემთხვევაში დაგიკავშირდებათ SavvY Education-ის გუნდის წევრი და შემოგთავაზებთ ან თანხის დაბრუნებას, ან მოცდას ახალი ჯგუფის შედგენამდე.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ნომერზე, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ SavvY Education-ის ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ პიროვნებას(ებს).

კორპორატიული ტრენინგზე დასწრება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ კომპანიის წარმომადგენელი და პირობები შეთანხმებულია თქვენი კომპანიის ადმინისტრაციასთან (HR დეპარტამენტთან).

თქვენ აღარ გჭირდებათ ინვოისი, რადგან გადახდის მეთოდი საბანკო ბარათია და თქვენი ბარათის ამონაწერში გამოჩნდება ტრენინგებთან დაკავშირებით გადახდების შესახებ ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში მიმართეთ SavvY Education-ის ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ პიროვნებას(ებს).

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ SavvY Edu-ს ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ პიროვნებას(ებს).

ყველა კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე

დიახ. ყველა კურსის დეტალურ ინფორმაციაში მოცემულია, გულისხმობს ეს კურსი სერტიფიკატის მიღებას თუ არა. ონლაინ და ლაივ ტრენინგების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ელექტრონულ სერტიფიკატს. ხოლო ოფლაინ ტრენინგების შემთხვევაში ელექტრონულ სერტიფიკატთან ერთად, მიიღებთ – ბეჭდურს.

დიახ. ზოგ კურსს აქვს სასწავლო მასალა, რომელსაც ტრენერი მოგაწვდით.

სასერტიფიკატო გამოცდის წესები ყველა კურსისთვის ინდივიდუალურია და მოცემულია კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციაში.

ჩვენი ტრენერები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ დარგის ცოდნით, არამედ პრაქტიკული გამოცდილებით.

ისინი არიან:

  • დინამიური წამყვანები;
  • ლიდერები ინტერაქტიულ გარემოში;
  • დისკუსიის გამოცდილი ფასილიტატორები;;
  • საფუძვლიანი ტექნიკური ცოდნისა და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები;
  • საკუთარი სტუდენტების წარმატებაზე ორიენტირებულები.