ბლოგი

2017 წლიდან, ახალი კანონმდებლობის თანახმად, თითქმის ყველა ქართულმა კომპანიამ, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილმა საწარმოებმა უნდა გამოაქვეყნონ ფინანსური ინფორმაცია საჯაროდ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ყველა დაინტერესებული პირი ცდილობს თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ საინტერესო და მნიშვნელოვან პროცესში.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველოში დაიწყო ახალი რეფორმების ეტაპი. 2016 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული კანონმდებლობის თანახმად, პრაქტიკულად ყველა ქართული კომპანიისთვის სავალდებულო გახდა ფინანსური ანგარიშგების წარმოება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად.

აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართულ კომპანიებში გამჭვირვალობისა და ფინანსური მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესებაში. მსოფლიოში არსებულმა ბევრმა ქვეყანამ უკვე დანერგა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები.

აღნიშნული სტანდარტები:

  • უზრუნველყოფს გამჭვირვალე, შესადარ, თანმიმდევრულ და ეფექტიან პროცესებს კომპანიაში;
  • არის ფინანსური პროცესის სტანდარტიზაციის ყველაზე ეფექტური გზა;
  • ხელს უწყობს უცხოურ კაპიტალსა და ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობას;
  • შესაბამისი და შესადარია სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან;
  • ავითარებს კომპანიაში ფინანსების მიმართულებით მომუშავე პერსონალს და ამაღლებს მათი ზოგადი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის დონეს.

გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომპანიის იმ თანამშრომლების განვითარებაზე, რომლებიც კომპანიაში ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნებთან (სტანდარტებთან) შესაბამისი აღრიცხვა საქართველოში არაუმეტეს 15-20 წლის წინ დაიწყო. ამდენად, ქართველ ბუღალტერთა და რეპორტინგის სპეციალისტთა ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო საგადასახადო აღრიცხვაზე. ჩვენთვის – ფასს-ის ექსპერტებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ შეიმჩნევა ფასს-ის მიმართ მზარდი ინტერესი და ასევე ადგილობრივი ბუღალტრებისა და ფინანსისტების ძლიერი სურვილი, აიმაღლონ კომპეტენციის დონე. მიგვაჩნია, რომ ეს რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმის ამაღლებისა და იმ კრიტიკული ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომლებიც აუცილებელია ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ფასს-ის დანერგვა საკმაოდ კომპლექსური და შრომატევადი პროცესია, ჩვენ ყველა დაინტერესებულ კომპანიას ვურჩევთ, პირველ რიგში, შეასრულოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობის წინასწარი ანალიზი, რაც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • სად არის კომპანია ახლა?
  • ფასს-ის საჭიროების შეფასება;
  • პერსონალის ზოგადი კომპეტენციის, კვალიფიკაციის დონისა და ფასს-ის ცოდნის შეფასება;
  • ფინანსურ ანგარიშგებებში ფასს-თან დაკავშირებული პროცედურების გამოთვლა და მათი კომპანიაზე გავლენის შეფასება;
  • პირველი ფინანსური ანგარიშგების გაცემა (გამოქვეყნება) ფასს-თან შესაბამასობაში.

ამ რეფორმის მხარდასაჭერად SavvY თავისი გამოცდილებით და პრაქტიკული ცოდნით ეხმარება კომპანიებსა და ინდივიდუალ პირებს, რათა მათ უზრუნველყონ ფინანსური ანგარიშგების ახალ სტანდარტებზე შეუფერხებლად გადასვლა. 2016 წლის აგვისტოდან, SavvY აქტიურად მოღვაწეობს ამ მიმართულებით და ფასს-ში სხვადასხვა ტრენინგებით მხარს უჭერს საქართველოს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, ასევე ეხმარება წამყვან ქართულ კომპანიებს ფასს-ის პროცესებისა და სტანდარტების დანერგვაში.

იმისთვის, რომ ამაღლდეს ფასს-ზე ცნობიერების დონე და მომზადდეს კომპანიები ფასს-ის დანერგვისთვის, SavvY-იმ განახორციელა შემდეგი აქტივობები:

  • საჯარო ტრენინგები ფასს-სა და ფასს-ში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 1,500 მონაწილესთვის;
  • 3 საათიანი ვორქშოპები ფასს-ში თიბისი ბანკის VIP მსს (მცირე და საშუალო საწარმოები) კლიენტებისთვის, რომელმაც მოიცვა 900 კომპანია;
  • Savvy-იმ გახსნა სასწავლო ცენტრი, სადაც იმართება სხვდასხვა სახის ტრენინგები ფინანსების მიმართულებით, რომლებიდანაც 3 ფასს-ის პროდუქტია (5 კვირიანი პრაქტიკული ტრენინგები ფასს-ში, 3 დღიანი ინტენსიური ტრენინგები და ვორქშოპები ფასს-ში).

SavvY მომავალშიც გეგმავს მხარი დაუჭიროს ახალ შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას თავისი კომპეტენციებისა და გამოცდილების ფარგლებში.

ავტორი: admin

კომენტარის დატოვება