ბლოგი

დებიტორები, როგორც რისკი

კომპანიის მენეჯმენტის  ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია გაუთვალისწინებელი მოვლენების თუ რისკების მინიმუმამდე დაყვანა. რისკების მინიმიზაციის ეფექტური გზა ზუსტი დაგეგმვაა, რაც კომპანიას საკუთარი რესურსის სწორ ალოკაციაში ეხმარება. თუმცა, სწორ დაგეგმვაში ხშირად გაუთვალისწინებელი მოვლენები იჩენენ თავს, რომლებსაც წინასწარ გაწერილი გეგმა რელსებიდან გადაჰყავთ. დებიტორებთან ურთიერთობის მოუწესრიგებელი პოლიტიკა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელიც ხშირად ზემოთ აღნიშნულ რისკს მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიისთვის.

რატომ შეიძლება გართულდეს მოთხოვნების დროული მიღება?

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დებიტორთან კომპანიას ხელშეკრულება თუ სხვა მსგავსი დოკუმენტი აკავშირებს, ხშირია შემთხვევა, როდესაც არსებული მოთხოვნის მხოლოდ ნაწილი ან სრული თანხა არ იფარება დებიტორების მხრიდან.  გადაუხდელი მოთხოვნის სასამართლო გზით მიღება კი დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო ხშირად ვერც სასამართლო გზით ხდება კუთვნილი თანხის მიღება. მოთხოვნების შეუსრულებლობა ერთ-ერთი იმ რისკთაგანია, რომელიც ბიზნესის თანმდევია და რომლის მთლიანად თავიდან აცილებაც თითქმის შეუძლებელია.

რას გვაძლევს მოთხოვნების დარეზერვება და რა არის რეზერვი?

მოთხოვნების დარეზერვება ვერ აგვარიდებს თავიდან პრობლემურ დებიტორებს, თუმცა ის დაგვეხმარება, რომ კომპანიამ წინასწარ გათვალოს თუ დებიტორების რა ნაწილი არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას და შესაბამისად სწორედ დაგეგმონ სამომავლო ქმედებები. ამასთანავე, ეს ანალიზი ერთგვარად პრევენციული ხასიათისაა შემდგომი პერიოდებისთვის და საბოლოო ჯამში მართვის სრულყოფის ერთ-ერთი მექანიზმია კომპანიისთვის. „ფინანსური ინფორმაცია სასარგებლო რომ იყოს, ის არა მარტო შესაბამისი ეკონომიკური მოვლენების შესახებ უნდა გვიქმნიდეს წარმოდგენას, არამედ ასევე სამართლიანად უნდა წარმოაჩენდეს იმ მოვლენებს, რომლის ასახვისთვისაც არის განკუთვნილი.“

მოთხოვნების დარეზერვება არის წინასწარ, ანალიზიდან გამომდინარე მიღებული იმ თანხის რეზერვის ანგარიშზე აღრიცხვა, რომელიც სავარაუდოა რომ გადაუხდელი დარჩება. შესაბამისად, რეზერვის ანგარიშზე არსებულ თანხას, რეკომენდირებულია რომ მენეჯმენტი არ უნდა ითვალისწინებდეს, როგორც გარანტირებულ მისაღებ თანხას და აღნიშნულ ინფორმაციას იყენებდეს ბიუჯეტირებაში.

როგორ უნდა განვსაზღვროთ თუ რა თანხა უნდა გადავიდეს რეზერვის ანგარიშზე?

იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს და წინასწარ გათვალოს თუ მთლიანი მოთხოვნების რა პროცენტი  აღრიცხოს რეზერვში, უნდა ჩატარდეს გასული პერიოდების ანალიზი (მინიმუმ 2 წელი).

გასული პერიოდის ანალიზი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: წლის ბოლოს არსებული ნაშთის დაგვიანების პერიოდის განსაზღვრას და გადახდიანობის ანალიზს.

პირველი ეტაპის მიზანია დავინახოთ თუ რა პერიოდით არის არსებული ნაშთი დაგვიანებული. მაგალითისთვის, თუ კონკრეტულ დებიტორს წლის ბოლოს თქვენ მიმართ აქვს 20,000 ლარის ვალდებულება, კომპანიამ უნდა განსაზღვროს თუ რა პერიოდის მანძილზე ფიქსირდება ეს მოთხოვნა. თუ აღნიშნული მოთხოვნა წარმოიშვა წლის პირველ, მეორე და მესამე თვეს (10,000 ლარი პირველ თვეს, ხოლო მეორე და მესამე თვეებში 5-5 ათასი ლარი), მაშინ არსებული მოთხოვნა შეიძლება ვადაგადაცილებულად ჩაითვალოს 11, 10 და 9 თვით, თანხების შესაბამისად. ანალიზის შედეგად ყველა არსებული ნაშთი მოხვდება გარკვეულ პერიოდში, იმის მიხედვით თუ რამდენი თვით არის დაგვიანებული.

მეორე ეტაპი კი არის გადახდიანობის ანალიზი, რომლის მიზანია განისაზღვროს ის, თუ მთლიანი საბოლოო ნაშთის რა პროცენტი უნდა დარეზერვდეს სხვადასხვა ვადაგადაცილების შემთხვევაში. აშკარაა, რომ 3 თვით ვადაგადაცილებული მოთხოვნა არ უნდა დარეზერვდეს იმავე პროცენტულობით, რა პროცენტულობითაც 11 თვით დაგვიანებული. ისტორიული მონაცემებით უნდა დადგინდეს თუ საშუალოდ, გარკვეული პერიოდით ვადაგადაცილებული თანხის რა ნაწილის მიღება ვერ ხერხდებოდა. მაგალითისთვის, ანალიზით დადგინდება, რომ თუ მოთხოვნის მიღება გვიანდებოდა 3-4 თვით, მაშინ  დაახლოებით, საშუალოდ 5% გადაუხდელი რჩებოდა. დაგვიანების პერიოდის ზრდასთან ერთად, სავარაუდოა, რომ თანხის გადაუხდელი პროცენტიც იზრდებოდა.

მეორე ეტაპით მიღებული შედეგების მიხედვით ხორციელდება პირველ ეტაპზე განაწილებული ნაშთების შესაბამისი პროცენტით დარეზერვება. თუ ჩვენს მაგალითს მივყვებით, მოთხოვნები, რომლებიც 3 ან 4 თვით ვადაგადაცილებული იყო (პირველი ეტაპის მიხედვით) დარეზერვდება მათი ჯამური თანხის 5%. ამავე ლოგიკით უნდა დარეზერვდეს ყველა ვადაგადაცილებული მოთხოვნა.

იმისათვის, რომ აღნიშნული ანალიზის მიხედვით მაქსიმალურად ობიექტურად შეიქმნას რეზერვი, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს კომპანიის მენეჯმენტმა. ამ ფაქტორებში ყველაზე მნიშვნელოვანი კი კონტრაქტებია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს დებიტორთან ურთიერთობას და გადახდის ვადებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, აღნიშნული ანალიზი არ შეიძლება იყოს სტანდარტული, შესაბამისად მისი დანერგვის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ინდუსტრიაში მოღვაწეობს კომპანია, რა სახის დებიტორები ჰყავს, როგორი ხელშეკრულებებია გაფორმებული და სხვა.

იქიდან გამომდინარე, რომ დებიტორული დავალიანების სააღრიცხვო პოლიტიკაში აღნიშნულ დარეზერვების  მეთოდოლოგიას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რეკომენდირებულია, რომ ანალიზის შინაარსი გადაიხედოს ყოველწლიურად, რომ წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები აისახოს მასში.

რეზერვის ანგარიშის შექმნა

ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს თანხის მოკლევადიანი მოთხოვნების ანგარიშიდან რეზერვის ანგარიშზე გადატანა. რეზერვს საკუთარი ანგარიში აქვს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მოკლევადიანი მოთხოვნების ნაწილია, მაგალითისთვის ანგარიში 1415 (რეზერვი). თუ კომპანია 100 ლარიანი მოთხოვნის 10% დარეზერვებას გადაწყვეტს, მოთხოვნა 10 ლარით შემცირდება და შესაბამისი თანხით გაიზრდება ანგარიში 1415. რეზერვის ანგარიშზე არსებული თანხა არასაოპერაციო ხარჯად უნდა აღიარდეს, შესაბამისად, აღნიშნული თანხით უნდა გაიზარდოს ანგარიში 82–.

რეზერვზე აღრიცხული თანხა, არასაოპერაციო ხარჯია, რადგან მენეჯმენტი თვლის, რომ ეს მოკლევადიანი მოთხოვნების ის ნაწილია, რომელსაც კომპანია ვერ მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ რეზერვის ანგარიშზე არსებული თანხა კომპანიას დაუბრუნეს, შესაბამისი თანხით შემცირდება რეზერვი და ხარჯი, ხოლო შემოსავალი გაიზრდება.

დარეზერვებული თანხები ყოველ წელს უნდა გადაიხედოს, იმისათვის, რომ იქ არ დარჩეს ისეთი თანხები აღრიცხული, რომლებიც უკვე უიმედო გახდა და ჩამოსაწერია.

ავტორი: თორნიკე ფხოველიშვილი

ავტორი: admin

კომენტარის დატოვება