ბლოგი

ტრენინგებს მოაქვს გრძელვადიანი სარგებელი როგორც კომპანიისთვის, ისე გუნდის წევრებისათვის; ამას ადასტურებს მსოფლიოს მრავალი წარმატებული კომპანიის გამოცდილებაც, მაგალითად, Amazon-ი ყოველწლიურად აფინანსებს თანამშრომელთა სწავლის ხარჯების 95%-ს. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, ქართულ ბაზარს არ მიეწოდება პრაქტიკული და ხარისხიანი ტრენინგები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში და დავაარსეთ ინოვაციური ტრენინგებისა და ვორქშოპების ცენტრი – SavvY Education – რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს თავიანთი საჭიროების შესაბამის სასწავლო პროდუქტებს.
ყველასთვის ცნობილია, კომპანიის წარმატებას დიდწილად განსაზღვრავს კვალიფიციური და მოტივირებული გუნდი, რომელიც იზიარებს კომპანიის ხედვას და ცდილობს წვლილი შეიტანოს მის ზრდასა და წარმატებაში. ასეთი გუნდის დაკომპლექტება და შენარჩუნება კი თითოეული კომპანიისათვის უდიდესი გამოწვევაა. თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო გარემოს შექმნის საუკეთესო გზა მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაა.

თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • კომპანიის მომგებიანობის ზრდა – ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. თუმცა, ხშირად თანამშრომელთა კვალიფიკაცია ვეღარ პასუხობს მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოს მოთხოვნებს. ტრენინგები კი მათ დაეხმარება ფეხი აუწყონ ინდუსტრიის ახალ გამოწვევებს, გააანალიზონ საკუთარი სისუსტეები და შეისწავლონ საქმის შესრულების უფრო ეფექტური და თანამედროვე გზები.
    ● კომპანიის საქმიანობაში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდა – დამსაქმებელმა თანამშრომელს უნდა მიანიშნოს, რომ იგი კომპანიისთვის ღირებულია, რათა დასაქმებულმა სამსახურში თავი რეალიზებულად იგრძნოს. ამის მიღწევა შესაძლებელია თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გუნდის მოტივაციასა და პროდუქტიულობას.
    ● შიდა დაწინაურება და კადრების შენარჩუნება – ადამიანები მუდმივად ისწრაფვიან კარიერული ზრდისაკენ. კომპანიაში დაწინაურების პერსპექტივა მოტივაციის ამაღლების სუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაშიც ტრენინგები დაწინაურების ლოგიკურ წინაპირობას წარმოადგენს, რაც გულისხმობს ახალი კომპეტენციების შეძენასა და შესაბამის დარგში ცოდნის გაღრმავებას. დანახარჯებიდან გამომდინარე, დღესდღეობით, პრიორიტეტული ხდება პროგრესული კადრების დიდხანს შენარჩუნება. როდესაც გუნდის წევრების კომპეტენცია ვეღარ პასუხობს კომპანიის მზარდ მოთხოვნებს აუცილებელია, დამსაქმებელმა უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი ტრენინგების შეთავაზება.
    ● ახალი ტალანტების მოზიდვა – კონკურენტებს შორის უპირატესობის მოსაპოვებლად, კომპანიამ უნდა მოიზიდოს საუკეთესო ტალანტები. ეს კი შეუძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას კარგად არ აქვს განსაზღვრული საკადრო პოლიტიკა და ორგანიზაციული კულტურა, რადგან კვალიფიციური კადრები ორიენტირებულნი არიან მუდმივ სწავლაზე და ეძებენ დამსაქმებელს, რომელიც იზრუნებს მათ პროფესიულ განვითარებაზე.

ავტორი: admin

კომენტარის დატოვება