ჩვენ შესახებ

SavvY Education არის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ბიზნეს განათლებისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ამ მიზნით დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად ვქმნით თანამედროვე და პრაქტიკულ კურსებსა თუ პროგრამებს. SavvY Education-ის პლატფორმა კი ცოდნის განახლების მსურველებს აკავშირებს დარგის  მოწინავე ტრენერებთან. ჩვენი მიზანია ადამიანებმა მიიღონ თავიანთი საჭიროების შესაბამისი ცოდნა, რაც მათ ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლაში; ხოლო კომპანიებმა მიიღონ მდგრადი, თანამედროვე, მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი პროგრამები მათი პერსონალის გადამზადებისა და მუდმივი განვითარებისთვის.

ჩვენ მუდმივად ვაანალიზებთ დამსაქმებლების მოთხოვნებსა და მომავლის ტრენდებს იმისათვის, რომ შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს არა მხოლოდ ის, რაც სჭირდება დღეს, არამედ ის, რაც დასჭირდება ხვალ.

2020-05-21
  • განაახლოთ ცოდნა და დაეუფლოთ პრაქტიკულ უნარებს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებში, როგორიცაა ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, გადასახადები;
  • შეიძინოთ ის პრაქტიკული უნარები, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნეს გარემოში დასაქმებისთვის;
  • გაეცნოთ დარგში არსებულ სიახლეებს ონლაინ კურსების და ვებინარების საშუალებით;
  • გაიზიაროთ დარგის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება;
  • ჩვენთან ერთად დანერგოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პროგრამები კადრების გადამზადებისთვის;
  • ჩვენთან ერთად მუდმივად იზრუნოთ თქვენი გუნდის კვალიფიკაციის ზრდაზე და ხელი შეუწყოთ მათი კომპეტენციების განახლებას;
  • შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სწავლის ფორმატი ლაივ, ონლაინ და ოფლაინ სწავლებას შორის და სასწავლო კურსებსა და პროგრამებზე წვდომა მიიღოთ თქვენთვის მოხერხებულ დროს და ადგილას;

ჩვენთან ერთად შეძლებთ თქვენი პროფესიული კომპეტენციები მუდმივად პროგრესირებადი იყოს.