ბიზნეს ქოუჩინგი

კურსის გამოყენება შესაძლებელია შეძენიდან 6 თვის განმავლობაში

ეკატერინე ბაბუნაშვილის საავტორო ტრენინგი

არის თუ არა ეს ტრენინგი ჩემთვის?

ბიზნეს ქოუჩინგის ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აამაღლონ თავიანთი თანამშრომლების ეფექტიანობა და გადაიყვანონ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე.                                                                         ტრენინგი გაჯერებულია პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას მყისიერად გამოიყენოთ მიღებული ცოდნა კომპანიის მართვაში. ტრენინგი პასუხობს დღევანდელ ცვალებად სამყაროში არსებულ გამოწვევებს და მოგცემთ საჭირო ცოდნას თქვენი თანამშრომლების მოტივაციისა და წარმატებული გუნდური მუშაობის წარმართვისთვის.

რას ვისწავლი?

  • საკუთარ მაგალითზე გაეცნობით ადამიანების ტიპებს და მათ თავისებურებებს;
  • შეისწავლით თქვენს ძლიერ მხარეებს და აღმოაჩენთ განვითარების პოტენციალს;
  • დაისახავთ ბიზნესის განვითარების მიზნებს;
  • გაიაზრებთ თქვენი თანამშრომლების ქცევისა და მოტივაციის მოდელს;
  • იმუშავებთ ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვის კომპეტენციაზე;
  • შეძლებთ განმავითარებელი და სამოტივაციო უკუკავშირის მორგებას ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მზარდ შედეგს მოგიტანთ ადამიანებთან და გუნდებთან მუშაობაში.

რატომ ბიზნეს ქოუჩინგი?

კვლევები აჩვენებს, რომ ქოუჩინგი ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას, აუმჯობესებს სამუშაოს შესრულების ხარისხს, ეხმარება მენეჯერებს გამოავლინონ და გაზარდონ მაღალი პოტენციალის მქონე თნამშრომლები, მოახდინონ ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პოტენციალის მაქსიმალური ათვისება.                                                          ტრენინგი მოგცემთ შესაძლებლობას საკუთარ თავზე გამოსცადოთ ქოუჩინგის ეფექტიანობა, სადაც ჯგუფთან ერთად ჩაერთვებით პრაქტიკის აქტიურ პროცესში, დაამუშავებთ ქოუჩინგის ტექნიკებს, იხილავთ ცოცხალ ქეისებს და მიიღებთ უახლეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ცოდნას ქოუჩინგისა და მართვის შესახებ.

1
პიროვნული პროფილის ანალიზის (PPA) ტესტირება
2
ადამიანების DISC  მოდელი : თეორია და პრაქტიკა 100 წლიანი ისტორიით
3
ბიზნეს ქოუჩინგის ფუნდამენტი
4
ქოუჩინგის საკომუნიკაციო ფორმატი
5
გუნდის არქიტექტურის ცოდნა ბიზნესის გაცნობიერებული მართვისთვის
6
მოტივაციის მექანიზმები
7
ნავიგაცია ცვალებად გარემოში

იყავი პირველი, დაამატე მიმოხილვა.

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია რომ შეძლოთ მიმოხილვის დამატება