კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და ახალი შესაძლებლობები ბაზარზე

კურსის გამოყენება შესაძლებელია შეძენიდან 6 თვის განმავლობაში

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის?

კურსი განკუთვნილია კომპანიის ტოპ მენეჯერების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, HR და CSR პროფესიონალებისთვის. თუ თქვენ გსურთ მართოთ კომპანიის სოციალური და ეკოლოგიური ზეგავლენები, მოიზიდოთ სოციალური და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტორები, სწორედ გააკეთოთ CSR პროექტების კომუნიკაცია, აამაღლოთ კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია, მოიზიდოთ ტალანტები და ამასთანავე ისწავლოთ თუ როგორ იგეგმება კომპანიის CSR სტრატეგია და პროექტები, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.

რას ვისწავლი?

  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი თემები:
  • დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის წარმართვის უნარი;
  • ბიზნეს ეთიკა და ქცევის კოდექსების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • კორუფციასთან ბრძოლის სტანდარტების მიმოხილვა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობა;
  • თანამშრომლებთან ურთიერთობის მართვა და ტალანტების მოზიდვა;
  • სხვადასხვა სექტორთა პარტნიორობის მაგალითები და შესაძლებლობები;
  • კომპანიის გარემოს დაცვის მიმართულებით შესაძლებლობების გამოვლენა;
  • პროდუქციაზე პასუხისმგებლობისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მაგალითების განხილვა ;
  • პასუხისმგებელი მოხმარება, პროდუქციის ეკო და სოციალური ეტიკეტირება და სერტიფიკაციის სქემები;
  • სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და ამ სფეროში დაინტერესებული მხარეების გამოვლენის უნარი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თემის განვითარების პროექტების მართვისა და შეფასების უნარი;
  • გამჭირვალობა და მდგრადი განვითარების კომუნიკაციის უნარი.
  • CSR პროექტის დაგეგმვა, კომუნიაკაცია და შეფასება;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დაგეგმვა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინტეგრირება ბიზნეს საქმიანობაში.

კურსის ფარგლებში განხილულ თითოეულ თემაზე შეძენილ თეორიულ ცოდნას გაამყარებთ დეტალური პრაქტიკული მაგალითებით. მაგალითებზე მუშაობას შეძლებთ, როგორც ჯგუფთან ერთად, ისე ინდივიდუალურად, რათა სამუშაო გარემოში დაბრუნების შემდეგ შეძლოთ შეძენილი ცოდნისა და უნარების ეფექტურად გამოყენება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 32 საათიან ინტერაქტიულ კურსს 15 კაციან ჯგუფებში;
  • კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა
  • ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს;
  • ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს;
  • ორენოვან სერტიფიკატს;
  • SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას.

1
კურსის შესავალი
2
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი თემების მიმოხილვა
3
CSR პროექტის დაგეგმვა და განხორციელება (First project. how to sell it and find allies
4
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დაგეგმვა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინტეგრირება ბიზნეს საქმიანობაში

იყავი პირველი, დაამატე მიმოხილვა.

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია რომ შეძლოთ მიმოხილვის დამატება