პრაქტიკული კურსი მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში

კურსის გამოყენება შესაძლებელია შეძენიდან 6 თვის განმავლობაში

არის თუ არა ეს კურსი ჩემთვის?

პრაქტიკული კურსი მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში განკუთვნილია პრაქტიკოსი დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის.

თქვენ მიიღებთ არა მარტო ცოდნას დიდი გამოცდილების მქონე და სპეციალიზებული პროფესიონალებისგან, არამედ ისწავლით, პრაქტიკულად როგორ მომაზადოთ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება. ჩვენი კურსი მოიცავს კომპლექსური მაგალითების საფუძველზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პასუხობს მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის აქტუალურ გამოწვევებს.

რას ვისწავლი?

  • მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის დამახასიათებელ სტრუქტურას და სტანდარტის პრინციპებს;
  • პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შეისწავლით ფინანსური ანგარიშგების მომზადების ტექნიკას და პროცესს;
  • პრაქტიკული მაგალითებისა და ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზის საფუძველზე სიღრმისეულად შეისწავლით განხილულ სტანდარტებს;
  • შეისწავლით განსხვავებებს მსს ფასს-ს, ფასს-ს და მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის შორის;
  • გაიუმჯობესებთ პრაქტიკულ უნარებს, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის საინტერესო კომპანიაში მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის ეფექტიანად გამოყენებასა და კომპანიის მართვაში;

კურსის ფარგლებში განხილულ თითოეულ თემაზე შეძენილ თეორიულ ცოდნას გაამყარებთ დეტალური პრაქტიკული მაგალითებით. მაგალითებზე მუშაობას შეძლებთ, როგორც ჯგუფთან ერთად, ისე ინდივიდუალურად, რათა სამუშაო გარემოში დაბრუნების შემდეგ შეძლოთ, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულად გამოყენება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 12 საათიან ინტერაქტიულ კურსს 15 კაციან ჯგუფებში;
  • SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას;
  • ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს;
  • სავარჯიშოების კრებულს (პასუხებით);
  • ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს;
  • ორენოვან სერტიფიკატს.

კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირა.

კურსზე რეგისტრაციის შემდგომ ჯგუფის ცვლილება დაუშვებელია.

იყავი პირველი, დაამატე მიმოხილვა.

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია რომ შეძლოთ მიმოხილვის დამატება